პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურებას, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, "პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებიც" შეიძლება, უწყობდეს ხელს. ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში არ არსებობს ეროვნული ვალუტის გაუფასურების რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი.

პრემიერის თქმით, ეროვნული ბანკის განცხადება, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გავლენას ახდენს უცხოური ვალუტის ფასზე, შინაარსიანია და ობიექტურ რეალობას ეყრდნობა.

"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაში ვიყოთ წარმატებული. მეორე არის დედოლარიზაციის სტრატეგია. ანუ ლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს კურსის ცვლილება", — ამბობს ბახტაძე.