ელექტრომანქანების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ტესლას ბორდმა ახალი თავმჯდომარე აირჩია. ბორდის წევრების გადაწყვეტილებით, ილონ მასკი რობინ დენჰოლმმა ჩაანაცვლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მასკმა ბორდში თავჯდომარის თანამდებობა გასულ თვეში დათმო, რადგან აშშ-ს ფინანსური მარეგულირებლის მიერ მის მიმართ არსებული ბრალდებები კომპანიას აზარალებდა. მასკი $20 მილიონის ღირებულების ჯარიმას გადაიხდის.

რობინ დენჰოლმი ტესლას ბორდში ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 2017 წელს ის ავსტრალიური ტელეკომის ფირმის ტელსტრას მთავარი ფინანსური მენეჯერიცაა.

კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ილონ მასკი რჩება. მასკმა ტესლა 2003 წელს დააარსა.