კალიფორნიის შტატის ქალაქ თაუსენდ ოქსის ადგილობრივ ბარში მასობრივი სროლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. მათ შორის ერთი ოფიცერი. უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი სროლას. პოლიცია ამ დრომდე მუშაობს, რომ ბარზე კონტროლი დაამყაროს. ეჭვმიტანილის შესახებ მათ ჯერ პასუხები არ აქვთ.

თავდასხმის დროს, ბარი ერთ-ერთი კოლეჯის ქანთრი მუსიკის საღამოს მასპინძლობდა. თვითმხილველები პანიკის სცენას აღწერენ.