როიტერი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 13 პატიმარი მოკლეს.

გამოცემის ცნობით, ბუნტი ტაჯიკეთის ქალაქ ხოჯენდში გუშინ, 7 ნოემბრის საღამოს მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ როიტერს ინფორმაცია სამმა წყარომ მიაწოდა, ქალაქის მერიაში ჯერ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ციხეში ბუნტი იყო.