რეგიონული ჰოსპიტალი მოქალაქეებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი ოთხი მიმართულებით ტარდება:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალებში;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში;
  • წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი 50–70 წლის ასაკის მამაკაცებში;
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის შემთხვევაში.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა.

ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადება სრულად განკურნებადია.

რეგიონული ჰოსპიტალი, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში 2017 წლიდანაა ჩართული და სრულად არის აღჭურვილი უახლესი თაობის აპარატურით.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ წინასწარი ჩაწერით დაგეგმონ ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: (032) 2 55 05 05