1997 წელს მიღებული კანონის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა ამერიკელ ასტრონავტებს უკვე კოსმოსიდანაც შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში არა ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანთან, არამედ უბანი ამომრჩეველთან, რომელიც ხმელეთიდან დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე, წამში 27 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.

ასტრონავტებისთვის ხმის მიცემის პროცესი მათ გაფრენამდე ერთი წლით ადრე იწყება, როდესაც ასტრონავტებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ არჩევნებში სურთ მათ მონაწილეობის მიღება.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი ასტრონავტებს დაშიფრული, ელექტრონული საარჩევნო ბიულეტინები ეგზავნებათ, რომელსაც ასტრონავტები ავსებენ და უკან დედამიწაზე გზავნიან.

პირველი ასტრონავტი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა კოსმოსიდან მიიღო, დეივიდ ვულფი იყო, ის ხმის მიცემისას რუსულ კოსმოსურ სადგურ Mir-ზე იმყოფებოდა.

ასე რომ ასტრონავტები არჩევნებში ისევე იღებენ მონაწილეობას, როგორც თქვენ,თუმცა ერთი დიდი განსხვავება ისაა, რომ ისინი "მისამართის" ველში არა რომელიმე ქუჩის სახელს, არამედ "დედამიწის ორბიტას" წერენ.