როგორი შეიძლება იყოს საოცნებო საშობაო არდადეგები? იქნებ ისეთი რომანტიკული კომედიის მსგავსი, როგორიცაა მაგალითად The Holiday, ან Love Actually?

ამ ფილმების გმირებს განსაკუთრებული შობა აქვთ, იმიტომ, რომ წელიწადში ერთხელ სხვა ყველაფერს ივიწყებენ და საკუთარ თავს დაუვიწყარ არდადეგებს ჩუქნიან.

ფოტო: 20th Century Fox

სხვა ქვეყანაში წლის ამ ჯადოსნურ დროს მოხვედრა შეიძლება თქვენი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად იქცეს. იქნებ სწორედ ეს გინდათ? მით უმეტეს, რომ მოგზაურობა უვიზო რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გამარტივდა. ევროპის დიდ ქალაქებში კი, შესაძლოა თქვენთვის საოცნებო ატმოსფერო გელოდეთ.

გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც ახალი წელი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

ავსტრია / ვენა

ფოტო: iStock

თუ ხალხმრავალი შობა გსურთ, ავსტრიის დედაქალაქი თავისი თვალისმომჭრელი საშობაო დეკორაციებით სასურველ განწყობას შეგიქმნით. აქ დაგხვდებათ ყინულის მოედანი, 20-მდე საახალწლო ბაზრობა, ატრაქციონები და გემრიელი კერძები. ზამთრის ღამეების სურნელოვანი სანთლების გარემოცვაში გასატარებლად კი, საშობაო ბაზრობიდან შეგიძლიათ ხელს ფერადი სანთლები გამოაყოლოთ.

ქუთაისიდან ვენამდე ბილეთების ფასი €44,99-დან იწყება.

გერმანია / ბერლინი

ფოტო: Newmarket Holidays

ბერლინი სავსეა საშობაო ბაზრობებით, სადაც უამრავ ლამაზ სუვენირს იპოვნით. ასევე, შეგიძლიათ წახვიდეთ საციგურაოდ, ან იქირაოთ ციგა და პარკში ბორცვებიდან დაეშვათ, საღამოს კი საშობაო ფილმების ფესტივალს დაესწროთ.

გლინტვეინიც ნუ დაგავიწყდებათ, რათა სუსხს არომატულად შეებრძოლოთ.

ქუთაისიდან ბერლინამდე ბილეთების ფასი €44,99-დან იწყება.

ლატვია / რიგა

ფოტო: Shutterstock

რომ იცოდეთ, საშობაო არდადეგების გასატარებლად რიგა 2018 წლის ყველაზე ხელისაწვდომ ქალაქად დასახელდა. ამას გარდა, საშობაოდ მორთული ქალაქი სავსეა ბაზრობებით, სადაც უამრავი საინტერესო აქტივობა შეიძლება აღმოაჩინოთ.

უნგრეთი / ბუდაპეშტი

ფოტო: PxHere

ბუდაპეშტს საშობაოდ ერთი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს — საშობაო ტრამვაები. დეკორაციებითა და 40 ათასამდე საშობაო ნათურით მორთული ტრამვაი დეკემბერსა და იანვარში უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მარშტუტით დადის და 11 ადგილას ჩერდება.

ქუთაისიდან ბუდაპეშტამდე ბილეთების ფასი €44,99-დან იწყება.

ჩეხეთი / პრაღა

ფოტო: iStock

ჩეხეთის დედაქალაქის ისეთი პოპულარული წერტილები, როგორიცაა ასტრონომიული საათი, წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი და კარლის ხიდი, მორთულობებითა და სპეციალური სიახლეებით საშობაო განწყობას შეგიქმნით. საშობაო ბაზრობების გარდა, შეგიძლიათ ადგილობრივი გემრიელობებიც გასინჯოთ, მაგალითად ტრდელნიკი და მოხარშული ღვინო.

ქუთაისიდან პრაღამდე ბილეთების ფასი €34,99-დან იწყება.

ბარსელონა / ესპანეთი

ფოტო: Ajuntament Barcelona

ბარსელონა მხოლოდ საზაფხულო ქალაქი არ გეგონოთ. საახალწლოდ ის ხელოვნების ნიმუშს ემსგავსება. ლა რამბლაზე ჩასეირნების შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ ბარში შეხვიდეთ, სადაც სასმელითა და სასუსნავებით მოგამარაგებენ. თუ ახალ წელს ბარსელონაში შეხვდებით, გაითვალისწინეთ, რომ ყურძნის მარცვლების ჭამა მოგიწევთ: თითო მარცვალი თითო თვისთვის. ბარსელონაში მხიარული ხალხი ცხოვრობს, საზეიმო განწყობის მატებასთან ერთად ეს კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. რა თქმა უნდა, საშობაო ბაზრობებსაც აქაც ნახავთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრობა კი საგრადა ფამილიასთან დაგხვდებათ.

ქუთაისიდან ბარსელონამდე ჩაფრენა €49,99 დაგიჯდებათ

P.S. თუ სიამოვნებით გაემგზავრებოდით ახლავე ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ზუსტად არ იცით, რისი წაღების უფლება გაქვთ, მარტივად გეტყვით:

Wizz Air ბორტზე ერთი უფასო ხელბარგის (40x30x20 სმ) ატანის საშუალებას გაძლევთ. მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება აქვთ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ). გარდა ამისა, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზებაც შეიმუშავა. მისი ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.

Wizz Air-ის ბარგის პოლიტიკას უფრო დეტალურად მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.