მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქურთუკების ქარხანა აშენდება. საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

"პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია და დამზადებული პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი", — შესაბამისი შეთანხმება ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს.