ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ნიკო ფიროსმანს დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ქართველი მხატვრის ნახატებთან ერთად ამადეო მოდილიანის, კაზიმირ მალევიჩის, მარკ შაგალის, პაბლო პიკასოსა და ვასილი კანდისკის ნამუშევრებსაც გამოფენენ.

ფიროსმანის შემოქმედებიდან გამოფენაზე 5 ნამუშევრის ნახვა იქნება შესაძლებელი: ალაკნების ქეიფი, ხილის დუქანი, პაბლო პიკასოს პორტრეტი და ასევე, მხატვრის შესრულებული დიპტიქი ორთაჭალის ტურფები და ნატურმორტი დოშებით. გამოფენა სახელად Museum global —Microhistories of an Ex-centric Modernism 1910-1960 წლების პერიოდის შემოქმედებას მოიცავს.

ფიროსმანის ნახატების ნახვა დუსელდორფში 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

ფოტო: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო

ფოტო: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო

გერმანიის გარდა ფიროსმანის ნახატების ნახვა ვენაშიც არის შესაძლებელი. ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის გამოფენა 27 იანვრამდე გრძელდება. გამოფენაზე სახელად "ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე" მხატვრის 29 ნამუშევარია წარდგენილი პიკასოს, კლოდ მონეს და ედვარდ მუნკის შემოქმედებასთან ერთად.