მაშინ, როცა საქართველოში რამდენიმესაათიან საცობებსა და მიკროავტობუსებში ფეხზე დგომას ვებრძვით, გერმანიას თავისი პრობლემა აქვს — მგზავრებით გადატვირთული მატარებლები.

გერმანული მატარებლების მწარმოებელ კომპანია NS-ს პრობლემის მიმართ თავისი მიდგომა აქვს და მისი გადაჭრის გზად, სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმებულის ნაწილობრივ ფრილანსერად გადაქცევას ხედავს.

ვაგონები კომფორტულად იქნება მოწყობილი, რომ მგზავრებმა სამსახურისკენ და უკან სახლში გზაზე მუშაობა შეძლონ. მათ სახლიდან ადრე და სამსახურიდან სტანდარტულ დროს გამოსვლა აღარ მოუწევთ.

პროექტი კომპანიამ გერმანიაში გამართულ დიზაინერების კვირეულზე წარადგინა.

ვაგონებში დიდი, ოფისის სტილის მაგიდები იქნება. ასევე ფანჯრისკენ მიმართული მერხები, რომლის წინაც დგომა და ისე მუშაობა იქნება შესაძლებელი. ვაგონებში გამოყოფილია სივრცე შეხვედრებისთვისა და თათბირებისთვის.

NS იდეაზე მუშაობას აგრძელებს. ფრილანსერები კი მომავლის მატარებლებით გადაადგილებას 2021 წლიდან შეძლებენ.

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS

ფოტო: NS