ამერიკის, ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ, ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნე Reputation ავსტრალიაში გრძელდება.

პარასკევს მუსიკოსმა სიდნეიში ძლიერი წვიმის ქვეშ შეასრულა და ამ დღეს საოცნებო ღამე უწოდა.

თუმცა წვიმას თავისი გართულებები მოსდევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა Don't Blame Me-ს ასრულებ და ხელოვნური წამწამები გისველდება.

ტეილორი, რომელსაც სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება სცენაზე არასდროს უჭირს, გაუთვალისწინებელ სიტუაციას პროფესიონალურად გაუმკლავდა.

მან წამწამები მოიხსნა და სცენაზე მოისროლა.

ესეც მფრინავი წამწამები.

ტეილორ, არასდროს შეიცვალო.

ფოტო: Mark Metcalfe / Getty Images