16 ნოემბერს კინოეკრანებზე ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან, თანაც გრინდევალდის ბოროტ გეგმებთან, ახალგაზრდა დამბლდორის ამბიციებთან და ნიუტ სკამანდერის თავგადასავლებთან ერთად.

ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილი გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე პირველი ნაწილი. ამის გარანტიას ფილმის შემქმნელებთან ერთად, სიუჟტიც გვაძლევს.

ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად დამბლდორის, გრინდელვალდისა და ნიუტ სკამანდერის ამბებს დაეთმობა. ცხოველების მოყვარულ ჯადოქარს დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

გარდა ამისა, უფრო ახლოს გავიცნობთ ნიუტ სკამანდერის პერსონაჟს და ვიცით ისიც, რომ ეზრა მილერის გმირი, ქრიდენსი ბრუნდება.

ყველაზე დიდი სიურპრიზი, რომელიც ჯადოსნური ცხოველების მაყურებლებს ელოდებათ, ეს მინერვა მაკგონაგელის პერსონაჟია, რომელიც როგორ აღმოჩნდა, გრინდევალდის ბოროტი გეგმების წინააღმდეგ, ფილმის მეორე ნაწილში დაიწყებს ბრძოლას.

ფილმში ახალგაზრდა მინერვას როლს ფიონა გლასკოტი შეასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ნაწილში ფილოსოფიური ქვის შემქმნელი ნიკოლას ფლამელიც გამოჩნდება, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ გადმოცემებით გვსმენია.

ფილმის მეორე ნაწილში ჩანს ნაგინიც, რომელიც წლების შემდეგ ვოლდემორტის ჰოკრუქსი გახდა.