ინტერნეტმა ერთხელ უკვე იხალისა იმ ფაქტზე, რომ გოგოების იდეალური ფოტოების მიღმა მათი შეყვარებულები დგანან. გამონაკლისი არც სამეფო ოჯახია. როგორც აღმოჩნდა, პრინცი ჰარი, პრინცობის გარდა, შეთავსებით ფოტოგრაფიც არის და ცოლს არაჩვეულებრივ ფოტოებს უღებს.

ფოტოზე მეგან მარკლი ახალ ზელანდიაშია და ვეებერთელა ხეების ფონზე დგას. ფოტოში კარგად ჩანს ის ფაქტიც, რომ სასექსის ჰერცოგინია ფეხმძიმედაა. რატომ აცვია დიდი ქურთუკი? იმიტომ, რომ ცოტა ხნით ადრე შესცივდა და ჰარიმ, როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა, საკუთარი ტანსაცმელი დაუთმო.

ამ ფოტოში ყველაფერი იდეალურია: პოზა, განათება, კომპოზიცია... მოკლედ, თითო პრინცი ჰარი თითო ოჯახში!

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო წყვილი ყოველთვის ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრშია, 16-დღიან ტურში, რომლის ფარგლებშიც წყვილი ავსტრალიას, ფიჯის, ტონგასა და ახალ ზელანდიას ეწვია, მეგანს საუკეთესო ფოტო სწორედ საყვარელმა ადამიანმა გადაუღო.