ავრილ ლავინი მასზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიას, იმაზე, რომ 15 წლის წინ მოკვდა და ახლა მის ადგილს კლონი იკავებს, საბოლოოდ გამოეხმაურა.

თეორიის მიხედვით, მომღერალმა 2003 წელს იმდენად განიცადა ბაბუის სიკვდილი, რომ მოგვიანებით თავი მოიკლა. სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა არენაზე მისი ორეული.

მისი ე.წ. სუიციდისას, მომღერალი ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო. ამის გამო გადაწყვიტა ლავინის ჯგუფმა, რომ მუსიკოსის მსგავსი ეპოვა, ვინც პაპარაცების წინაშე ავრილის ნაცვლად იპოზიორებდა. საბოლოოდ მას ეს გოგო იპოვეს და სახელად მელისა ვანდელა ჰქვია.

და სწორედ მელისა ვანდელამ ჩაიგდო ხელში მთელი ის პოპულარობა, რომელსაც ავრილმა მიაღწია.

მრავალწლიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ოთხშაბათს, ავრილს ინტერვიუში საბოლოოდ ჰკითხეს, ეცინება თუ არა იმ ჭორზე, რომ ის დიდი ხანია აღარ არსებობს და მის როლს კლონი ასრულებს.

ავრილმა კი უპასუხა:

"კი, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მე ნამდვილი მე არ ვარ, რაც ძალიან უცნაურია! ვერ ვხვდები, ეს საერთოდ რატომ იფიქრეს?"

ავრილის პასუხი სულ ეს იყო. შეთქმულების თეორიების ავტორები კი წლებია ონლაინ ამტკიცებენ, რომ "ახალი ავრილი" "ძველ ავრილს" აღარ ჰგავს და მტკიცებულებად ეს ფოტოები მოჰყავთ.

"ნამდვილი / ყალბი"

აქვე შეგახსენებთ, რომ ავრილი 5-წლიანი პაუზის შემდეგ შოუ ბიზნესში დაბრუნდა და ახალი სიმღერა და კლიპიც გამოუშვა.