სვანეთი ჰიდრომ მესტიის მეორე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა მოაწყო. განახლებული ბიბლიოთეკა მესტიის სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმოდ გაიხსნა.

ფოტო: სვანეთი ჰიდრო

მესტიაში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობისთვის კომპანია სვანეთი ჰიდრომ 50 000 ლარზე მეტი გამოყო. სივრცის სარეომონტო სამუშაოების გარდა, ბიბლიოთეკა ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, წიგანდი ფონდი სრულად განახლდა, ადაპტირდა ელექტრონული კატალოგი და ბიბლიოთეკარი გადამზადდა. განახლებული ბიბლიოთეკის რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მესტიელი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.

ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრა.

ფოტო: სვანეთი ჰიდრო

მესტიის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში აღჭურვილობა და წიგნადი ფონდი არ განახლებულა. ახალი, კომფორტული და მრავალი რესურსით აღჭურვილი ბიბლიოთეკა სასწავლო პროცესზე საგრძნობლად აისახება.

"განახლებული ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის იქნება ალტერნატიული სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ შეასრულონ ნებისმიერი ტიპის სამუშაო, იქნება ეს სკოლის დავალება თუ კლასგარეშე საქმიანობა", — ნატო გვარლიანი, მესტიის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

ფოტო: სვანეთი ჰიდრო

მესტიის ბიბლიოთეკა კომპანია სვანეთი ჰიდრომ ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით განაახლა. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის, თინა მამულაშვილის თქმით, თანამედროვე ბიბლიოთეკა აქტიურ როლს ასრულებს ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული როლი ექნება მესტიელ ახლაგაზრდებს შორის წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციისთვის.

სვანეთი ჰიდრო მესტიაში მოზარდი თაობისა და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სვანეთი ჰიდრო მესტიაში მდინარის მოდინებაზე დაფუძნებულ, არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ. დოლარია.