გრეის ანატომიის შემქმნელებმა სერიალის ფანებს დიდი სიურპრიზი მოუწყვეს და მე-15 სეზონის მეექვსე სერიაში ძველი, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები გამოჩნდნენ.

თუ ეს კონკრეტული ეპიზოდი ჯერ არ გინახავთ, სჯობს აქვე შეწყვიტოთ სტატიის კითხვა!

დერეკ შეპარდი, მარკ სლოუნი, ლექსი გრეი, ჯორჯ ომალი, ელის გრეი და მერედითის ძაღლი დოკი ამ ეპიზოდში სულ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანან, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შონდა რაიმსის სამედიცინო დრამამ შოუს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა შემოგვთავაზა.

გრეის ანატომიის ერთ-ერთმა სცენარისტმა, კრისტა ვერნოფმა თქვა, რომ ეს სცენა მექსიკურ დღესასწაულს, გარდაცვლილთა დღეს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები გარდაიცვალნენ, ისინი მუდმივად არიან გრეის გვერდით.

ვერნოფმა ასევე აღნიშნა, რომ კადრები ძველია და მსახიობები ამ ეპიზოდისთვის გადასაღებ მოედანზე არ ყოფილან.