როგორც აღმოჩნდა, სტეპლერების შესახებ ერთ-ერთი მთავარი დეტალი უამრავმა ადამიანმა არ იცის: სტეპლერის ტყვიების შენახვა, როგორც წესი, მასშივეა შესაძლებელი.

ხშირად "საიდუმლო საცავი" სტეპლერის ძირშია მოთავსებული. სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა ტიპის შესანახი ადგილი აქვს

პოსტი სტეპლერების შესახებ, რომელსაც უკვე 22 000-ზე მეტი გაზიარება აქვს, ფეიჯმა Crafty Mommy-მ გამოაქვეყნა. კომენტარებში მომხმარებლები ერთმანეთს საკუთარ გაოცებას უზიარებდნენ. "ერთი სული მაქვს, სტეპლერი ვიპოვო, რომ შევამოწმო", - იყო ასეთი კომენტარებიც.

ასეთი ვერსიაც ნახეთ

ფოტო: Facebook

და ის თუ იცოდით, რომ სტეპლერს დასტეპლერების ორი რეჟიმი აქვს?

ერთი სტანდარტული. მეორე - "მსუბუქად" დასტეპლერებისთვის. ამისთვის სტეპლერის ფუძე უნდა შემოატრიალოთ.

კიდევ რამდენი რამ არ ვიცით ამ ამოუცნობ ქმნილებაზე?

ფოტო: Giphy