18-წლიანი პაუზის შემდეგ, რიდლი სკოტმა გადაწყვიტა ხუთი ოსკარის მფლობელი ფილმის, გლადიატორი, მეორე ნაწილი გადაიღოს.

როგორც ცნობილია, ისტორიის ეპიცენტრში ამჯერად ლუციუსი იქნება. ფილმში ამ როლს სპენსერ კლარკი თამაშობდა და ის ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟის ნათესავი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გლადიატორის პირველ ნაწილში რასელ ქროუს პერსონაჟი კვდება, ცნობილია, რომ ლიციუსის ცხოვრებაში მან ძალიან დიდი როლი ითამაშა და სწორედ ამაზე გაკეთდება აქცენტი მეორე ნაწილში.

როგორც რიდლი სკოტი ამბობს, მისი სურვილია ფილმი რაც შეიძლება სწრაფად გადაიღოს, პრემიერა კი სავარაუდოდ 2020 წელს შედგება.

რაც შეეხება პირველ ნაწილს, ფილმა შემოსავლის სახით $450 მილიონზე მეტი დააგროვა.