რომელი თანამედროვე ქვეყნის დედაქალაქი არ ისურვებდა ბრიტანული არქიტექტურული სტუდიის Foster + Partners-ის მიერ დაპროექტებულ Apple-ის შენობის ქალაქის ცენტრში განთავსებას?

როგორც აღმოჩნდა — სტოკჰოლმი. შვედეთის დედაქალაქის ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მეფის ბაღში (Kungsträdgården) ტექგიგანტის შენობის პროექტი არ განხორციელდებოდა.

"გვიხარია, რომ Apple-ს სურს ჩვენს ქალაქში ფეხი მოიკიდოს, თუმცა ადგილი არასწორადაა არჩეული", - ამბობს შვედი პოლიტიკოსი, რომელიც შენობის აგებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

როგორც სურათში ჩანს, მინის ფასადის შენობა ბაღის მთელ სიგანეზე იქნებოდა გადაჭიმული, მის შესასვლელში კი კაფის მაგიდები იქნებოდა განლაგებული. შენობას თავზე მაქბუქის მსგავსი თავსახური უნდა ჰქონოდა.

ფოტო: Apple / Foster + Partners

Apple-ის "თავშეყრის ადგილის" ისტორიულ პარკში განთავსებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი არქიტექტორებიც.