"ყველა დიდ ქალაქში ცუდი შედეგი გვაქვს. თუ მოვეფერებით, თუ მივალთ და დავინტერესდებით მათი პრობლემებით, აუცილებლად მოვიგებთ", — ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა, მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ არ ვიმუშავეთ საკმარისად. აბსოლუტურად შევცვლით მიდგომებს", — ამბობს დეპუტატი.

მმართველი პარტიის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. მმართველი პარტიის ოფისში შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

ადევნეთ შედეგებს თვალი ონლაინ.