პრეზიდენტი: რუსული პროპაგანდა განვითარების აგრესიულ ფაზაშია, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა განვითარების აგრესიულ ფაზაშია და ამ პროაქტიურობას ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი სჭირდება. რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული მანქანის პრობლემაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა 90-იან წლებში არსებულ ჰიბრიდულ ომზე საუბრით დაიწყო და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი პროპაგანდას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იყენებს.
"ჰიბრიდული ომი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მოისინჯა და მისი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მიზნით დაიხვეწა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ახალ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ფეხს იდგამდა და თავის იდენტობას თანამედროვე მსოფლიოში ადგენდა, სამხედრო ძალისა და ჰიბრიდული ომის მეშვეობით ევროატლანტიკური და დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საუბარი, რომ 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური პასუხი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მცდელობაზე, არასწორია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები ერთგვარ ლოგიკურობას ანიჭებს საქართველოს ოკუპაციას, რაც დეზინფორმაციაა.
"ეს პროპაგანდისტული ტყუილი აქტიურად მუსირებდა და ამ ტყუილს ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ. 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტალღა იყო. ამ კონტექსტიდან კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის მიზნები, რაც ამოძრავებდა და ამოძრავებს რუსულ სახელმწიფოს თავის მეზობლებთან. დღეს ჩვენ ვდგავართ იგივე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე", — განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული პროპაგანდა, მხოლოდ ამ ქვეყნის მეზობლების პრობლემა არ არის და ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც გააქტიურებულია.
"ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და დავსახოთ სამომავლო და სამოქმედო გეგმები. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაშია. როცა საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის, ვარშავის ფაქტის დასრულებისა და კრახის შემდეგ, 25 წლის თავზე, საბჭოთა იმპერიის მმართველი ქვეყანა იქნებოდა პროაქტიური თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ამ პროატიურობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი", — განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები