სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ გამართულ აქციაზე, რომელიც დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხმიანება, რამდენიმე აქტივისტმა ადგილზე მისულ გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ზურაბ ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, ფაქტი გააპროტესტა დემურ სტურუას დედამ. მისი თქმით მას არ აინტერესებს პოლიტიკა და მთავარი ახლა თანადგომაა:

"პოლიტიკას არ აქვს მნიშვნელობა, მე ნებისმიერი ადამიანის გვერდში დგომა მჭირდება".