აჭარაში, დაბა ქედაში ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ ბავშვს აფეთქების შემდეგ გასროლილი ქვა მოხვდა და მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

უწყებაში ამბობენ, რომ კარიერი ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა და გამოკითხვაზე მისი წარმომადგენლები უკვე დაიბარეს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.