შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შაბათს, 16 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.

"ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი საკუთარი ხალხის, მოქალაქეების წინააღმდეგ აამოქმედა. დროა დასრულდეს ეს ყველაფერი! ბრძოლა გამარჯვებამდე!" — წერია ფეისბუქზე ღონისძიების აღწერაში.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი და საგამოძიებო ორგანოები მიზანმიმართულად არ იძიებენ საქმეებს და არ სჯიან მკვლელებს. სარალიძის და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია უკვე 51 დღე მიმდინარეობს.

გაიგეთ მეტი: