დღეს თბილისის ზოოპარკში დიდი დღე იყო — სპილო გრანდის მეორე ოპერაცია ჩაუტარეს და თან, BBC-ის ახალ სერიალშიც გადაიღეს.

ოპერაცია 30 წუთის წინ დასრულდა და რამდენიმე წამის წინ, გრანდი უკვე ფეხზე წამოაყენეს.

თბილისის ზოოპარკი ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუქის გვერდიდან ატყობინებს საზოგადოებას გრანდის მდგომარეობის შესახებ. ოპერაციის დაწყების წუთიდან კი, სხვადასხვა სიახლეებს გვიზიარებს.

სპილო გრანდმა დაზიანება მაშინ მიიღო, როცა 4 წლის იყო. ის მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, როცა გზაში კონტეინერი ამოტრიალდა.

როგორც თბილისის ზოოპარკი წერს, ერთი შეხედვით სპილოს დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინციდენტის დროს ახლად ამოწვერილი, პატარა ეშვები მოუტეხავს.

ერევნის ზოოპარკში ჩასულს გრანდის, ცოტა ხნის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, მოგვიანებით კი ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. ვეტექიმების რეკომენდაციით, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეშვების ყოველდღიური გამორეცხვა იყო საჭირო.

გრანდიმ პირველი 2014 წელს ოპერაცია გადაიტანა, როდესაც მოტეხილი ეშვი ამოუღეს. დღეს მას მეორე ეშვი ამოუღეს და პროცესი სერიალის Big Animal Surgery-ის ახალი ეპიზოდისთვის გადაიღეს.