ნიკო ფიროსმანის საპატიო ადგილი პაბლო პიკასოსა და კლოდ მონეს გვერდით — უნიკალური გამოფენა ალბერტინას მუზეუმში
"ყველაზე გავლენიანი უცნობი", — ასე ახასიათებს გერმანული პრესა ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს, რომელსაც ვენა მასპინძლობს. ვისთვის "გავლენიანმა უცნობმა" და ვისთვის დაუფასებელმა გენიამ ალბერტინას მუზეუმში დაიდო ბინა და მსოფლიო ლეგენდებთან პაბლო პიკასოსთან, კლოდ მონესთან და ედვარდ მუნკთან ერთად იწონებს თავს.
"ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე" ამ სახელწოდების გამოფენაზე, რომელიც 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის კოლექციიდან. გარდა ფიროსმანის უნიკალური შემოქმედებისა ალბერტინას მუზეუმში გამოფენილია ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით ფიროსმანაშვილი 1914. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა — ფიროსმანის პორტრეტი.
პროექტის ფარგლებში პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია. ფიროსმანთან ერთად, ერთ სივრცეში გამოიფინა მისი შემოქმედებით ინსპირირებული თანამედროვე ხელოვნება. მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ არტისტთა ნამუშევრებს მასპინძლობს. ავტორთა შორის არიან: ადრიან გენი, ჯორჯ ბაზელიცი, იოშიტომო ნარა და ანდრო ვეკუა.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის კი ფიროსმანის გმირები ვეს ანდერსონის პარტნიორმა ანიმატორმა, ტომ ო'მეარამ შექმნა და გააცოცხლა.
გამოფენის მთავარი მიზანი ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. სწორედ ამიტომ, გამოფენის დღეს ქართველი მხატვრის უნიკალური ნამუშევრების გარდა ალბერტინას სტუმრები ქართულ მრავალხმიან მუსიკასაც ეზიარნენ.
31 ოქტომბერს კი ალბერტინა მუზეუმმა ჰელოუნის დღესასწაული მსოფლიოს ნიკო ფიროსმანის ნახატით მიულოცა და ქართველი მხატვრის გამოფენაზე კიდევ ერთხელ მიიწვია.
ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ალბერტინას მუზეუმი და "Infinitart Foundation Vienna".
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები