ვიმუშავებთ, რათა არ დაბრუნდეს რეჟიმი — ვაშაძის წინააღმდეგ იმედი საგანგებო რეჟიმზე გადადის
ტელეკომპანია იმედი გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ საეთერო ბადეს ცვლის და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
"ტელეკომპანია იმედმა და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა... ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი", — ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელეს.
ტვ იმედის ცნობით, თოქ-შოუ "პირისპირ" ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ "იმედის" ეთერში გავა ახალი თოქ-შოუ "იმედი Live", რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.
ტელეკომპანიის განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად ნაციონალური მოძრაობა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ "წარსული ისევ რეალობად იქცეს".
"გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ოპოზიცია ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში 2018 წლის აგვისტოში უჩივლა.
საქმეზე, გიორგი ვაშაძე ლევან ჯავახიშვილის და ნატალია ქაჯაიას წინააღმდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ ლევან ჯავახიშვილმა და ნატალია ქაჯაიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.) და მეხუთე პრინციპი (მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება). ხოლო ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მეშვიდე პრინციპი (ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე).
მაშინ ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ ტელეკომპანია იმედი მიზანმიმართულად ავრცელებდა სიცრუეს გრიგოლ ვაშაძის მისამართით.
როგორც 29 აგვისტოს, ისე 30 აგვისტოს სიუჟეტები ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს: "ის პროვოცირებაც, რაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო ამისათვის მზად. გასაგებია, რომ ასეთმა თვითშემოქმედებამ ძალიან საშიში შედეგებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა".
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები