შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნების პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15-მდე პირი მისცეს. მისი თქმით, უწყება ცდილობდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და დაკავებული არიან როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.

მეზვრიშვილის განცხადებით, კონკრეტულად არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტებიდან გამოძიება 10-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პირები არჩევნების დღეს სამუშაო პროცესს არ მოსწყვიტეს და ახლა მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 364 საჩივარია შესული. საჩივრები ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დაწერეს. საჩივრები ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დაწერეს.

გაიგეთ მეტი: