სელენა გომეზს ინსტაგრამზე ყველაზე ბევრგამომწერიანი პროფილი აღარ აქვს. ეს სტატუსი ამჯერად ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.

ამ დროის მონაცემებით, სელენას 144,3 მილიონი (144 359 190) გამომწერი ჰყავს, კრიშტიანუს კი 144,4 მილიონი (144 444 063), თუმცა ეს რიცხვები ყოველწამს იცვლება.

გომეზმა 22 სექტემბერს ინსტაგრამის ლაივში თქვა, რომ მისთვის სულერთია რამდენი გამომწერი ეყოლება:

"ეს უბრალოდ რიცხვებია და არ ვიცი, ამას რატომ ანიჭებენ ადამიანები ამხელა მნიშვნელობას. მე ამაზე დიდად არ ვღელავ".

23 სექტემბერს კი, გომეზმა თქვა, რომ დროებით სოციალური მედიის გამოყენებას წყვეტს.

ბოლო ცნობებით, სელენა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო მკურნალობას გადის. ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა თქვა, რომ დეპრესიითა და შფოთვით იტანჯება.