16 საინტერესო ფაქტი ბილ გეიტსზე, გარდა იმისა, რომ მდიდარია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ადამიანთა უმრავლესობამ ბილ გეიტსზე სამი რამ იცის:
1. ის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია;
2. მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია Microsoft;
3. ის ერთ-ერთი ყველაზე ხელგაშლილი ქველმოქმედია.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაც ბილ გეიტსს სულ სხვა თვალით დაგანახებთ:
1. პირველი კომპიუტერული პროგრამა გეიტსმა ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა თინეიჯერი იყო და სკოლაში სწავლობდა. ეს იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი თამაშის (X-ები და O-ები) ვერსია, რომელშიც კომპიუტერს ეთამაშებოდი
2. როცა სკოლამ გეიტსის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ შეიტყო, მას დაავალა, მოსწავლეების გაკვეთილებზე გადანაწილებისთვის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა. ბილმა კოდი ცოტათი შეცვალა, რათა ყველა გაკვეთილზე არაპროპორციულად ბევრ ჭკვიან გოგოსთან ერთად ყოფილიყო
3. მან მსოფლიო ენციკლოპედიის 22 ტომის წაკითხვა თინეიჯერობაშივე მოასწრო
4. მისაღებ გამოცდებში (SAT) გეიტსმა 1600-დან 1590 ქულა აიღო
5. ისევე, როგორც ბევრ სხვა წარმატებულ ადამიანს, ბილ გეიტსაც არ აქვს დიპლომი. 1975 წელს მან ჰარვარდი მიატოვა, რათა მთელი დრო მაიკროსოფტისთვის დაეთმო
6. ჰარვარდის დატოვებიდან ორი წლის შემდეგ კი გეიტსი ნიუ-მექსიკოში დააკავეს. ის მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა და წითელზე არაჩერებდა
7. ბილ გეიტსი მაიკროსოფტში თანამშრომლების მანქანის ნომრებს იმახსოვრებდა, რათა მათი მოსვლისა და წასვლის დროები დაეფიქსირებინა. ამ საქმიანობას გეიტსმა თავი მაშინ დაანება, როცა კომპანია საოცრად გაიზარდა ზომაში
8. გეიტსს ყველაზე მეტად პორშე უყვარს და პორშეების დიდი კოლექციაც აქვს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სპორტული მანქანა პორშე 959-ა, რომელიც მან ოფიციალურად გამოშვებამდე 13 წლით ადრე იყიდა
9. სანამ გეიტსი საკუთარ თვითმფრინავს შეიძენდა, ის ეკონომ-კლასით დაფრინავდა მსოფლიოს გარშემო
10. თუ თვითმფრინავს არ ჩავთვლით, გეიტსის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი შენაძენი ლეონარდო და ვინჩის ნაწერებია, რომელშიც მან 1994 წელს აუქციონზე $30 მილიონი გადაიხადა
11. გეიტსი თვლის, რომ მის შვილებს მამისგან დატოვებული დიდი ქონება ცუდად წაადგებათ - ამის გამო $90.9 მილიარდიდან მისი შვილები მხოლოდ $10-10 მილიონს მიიღებენ.
12. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბილ გეიტსი ყველაზე დიდ დროს თავის ფონდში ატარებს, ის მაიკროსოფტშიც მუშაობს "პერსონალური აგენტის" პროექტზე. "პერსონალური აგენტი" ყველაფერს დაიმახსოვრებს, საჭიროების შემთხვევაში გაგახსენებთ და საქმეებს მნიშვნელოვნების მიხედვით დააჯგუფებს
13. ბილ გეიტსის თქმით, მაიკროსოფტს რომ არ გაემართლებინა, ახლა ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი იქნებოდა
14. მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესისა, ბილ გეიტსი იმ ბანაკშია, რომელსაც სუპერ ჭკვიანი კომპიუტერები აშფოთებს. ამავე აზრზე არიან ილონ მასკი და გარდაცვლილი სტივენ ჰოკინგიც
15. Weezer და U2 ბილ გეიტსის საყვარელი ბენდებია. მილიარდერი ასევე ელოდება, თუ როდის დააანონსებს Spinal Tap მომდევნო ტურნეს
16. გეიტსი წელიწადში მინიმუმ 50 წიგნს კითხულობს, რადგან მისი აზრით, ეს ჯერაც საუკეთესო გზაა სწავლისა და განვითარებისთვის
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები