საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არ პასუხობს ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. დღეს, 29 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ მეორე ტური გაიმართებოდა მის სახლთან TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მივიდნენ.

"არ დაგიბარეთ. როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ", — უთხრა ჟურნალისტებს მან.

ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ცესკომ წინასწარი მონაცემების განახლებული შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.