HBO-ს პოპულარული სერიალის, Big Little Lies-ის მსახიობი, ზოი კრავიცი, Rolling Stone-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია.

ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ არა ერთი დეტალი - 30 წლის წინ, 1988 წელს, ამავე ჟურნალის ყდაზე ზოის დედა, ლიზა ბონეტი იყო. კრავიცმა კი გადაწყვიტა, წლების წინ დედისთვის გადაღებული ფოტოს ანალოგი გადაეღო.

ფოტო: Rolling Stone

"Rolling Stone-ში ეს ჩემი რიგით მეორე ყდა არის", - ხუმრობს მსახიობი.

1988 წელს, როდესაც ლიზა ბონეტი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა, სწორედ ზოიზე იყო ორსულად.

"ყოველთვის მიყვარდა ჟურნალის ეს ყდა - ის ძლიერი და ლამაზია. დიდი დრო არ დამჭირდა იმისთვის, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი, რადგან ეს მხოლოდ ლამაზი ფოტო არ არის, ეს არის რაღაც, რაც დედამ გააკეთა, ახლა კი მე ვაკეთებ. თუმცა ამ ყდებს შორის არის განსხვავებაც, მე სრულიად შიშველი ვარ გარეკანზე, 30 წლის წინ კი დედას ასეთი ფოტო მხოლოდ ჟურნალში ჩასვეს და არა ყდაზე, ვფიქრობ ამის გამო ის ცოტა იმედგაცრუებული იქნებოდა", -ამბობს ზოი.