ოდრი ჰეპბერნს მსოფლიო, როგორც ლეგენდარულ მსახიობსა და მოდის აიქონად ისე იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი მძიმე წარსულის შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა ოდრი ჰეპბერნის ბიძა და ბიძაშვილი დახვრიტეს, მის ძმა კი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გაჭირვების შედეგად, უჭმელობისგან ოდრის ჯანმრთელობა შეერყა.

საბოლოოდ კი, დეპრესია, რომლითაც ოდრი დარჩენილი ცხოვრება იტანჯებოდა, სწორედ ამ მძიმე პერიოდის შედეგი იყო.

სწორედ ამ მძიმე წლებს ეხება რობერტ მატცენის ახალი წიგნიც, Dutch Girl: Audrey Hepburn and World War II, რომელშიც მოთხრობილია მსახიობის ფარული ბრძოლის შესახებ ნაცისტების წინააღმდეგ.

როგორც ავტორი წერს, ლეგენდარული მსახიობი ჰოლანდიის დაუმორჩილებლობის მოძრაობასთან ურთიერთობდა და მათ ფაშისტების წინააღმდეგ გალაშქრებაში ეხმარებოდა.

წიგნში მატცენს მტკიცებულების სახით ჰეპბერნის ბიძის, ორო ლიმბურგ შტირუმის დღიურიც მოჰყავს, სადაც წერია, რომ ოდრი, რომელიც იმ დროს ბალეტით იყო გატაცებული, ქვეყნის ოკუპაცის დროს, ქუჩაში ბალეტის ნომრების ასრულებდა და პარტიზანებისთვის ფულს სწორედ ამ გზით შოულობდა.