გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის საარჩევნო უბანზე 34 ხმით გაიმარჯვა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 18 ხმა, ხოლო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, 9 ხმა მიიღო.

ჯაფარიძემ ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო მიუნხენისა და ბერლინის საარჩევნო უბნებზე. ამასთანავე, ქუვეითში ჯაფარიძემ და ვაშაძემ თანაბარი 13-13 ხმა მიიღეს, ხოლო ზურაბიშვილმა ისევ 9. გარდა ამისა, უნგრეთში ზურა ჯაფარიძემ მიიღო 12 ხმა, ზურაბიშვილმა - 7 და ვაშაძემ 20 ხმა.

ამავე თემაზე: