ინდონეზიაში ავიაკომპანია Lion Air-ის სამგაზვრო თვითმფრინავი Boeing 737 აფრენიდან რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა, წერს BBC. ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე 188 ადამიანი იყო, მათგან ორი მფრინავი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.

თვითმფრინავი ჯაკარტიდან პანკალპინანგში მიფრინავდა. ლაინერთან კონტაქტი აფრენიდან 13 წუთში დაიკარგა. იავის ზღვაში თვითმფრინავის ნარჩენები იპოვეს, წერს Reuters.