საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ვაკის #50 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხელზე აღმოჩენილი მარკირება მანდარინის ჭამით ახსნა.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულმა პირმა არჩევნებში დაბრკოლების გარეშე მიიღო მონაწილეობა. საიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი წარადგინეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელზე აღმოჩენილი მარკირება ამომრჩეველმა მანდარინის ჭამას დააბრალა. მსგავსი შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 საათისთვის სულ 87 საჩივარი და 33 შენიშვნა დაწერა.