ბრიტანულმა კინო და ტელე აკადემიამ წლევანდელი საპატიო ჯილდო ქეით ბლანშეტს, ემილია კლარკსა და ჯიმ კერის გადასცა.

სცენაზე ასვლის შემდეგ კერიმ და ბლანშეტმა ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს.

"უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ და საჭიროა, ერთმანეთს ჩავეხუტოთ. ახლა, როდესაც ბევერლი ჰილტონის სცენაზე ვდგავარ, კიდევ უფრო საჭიროდ იმის თქმას, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ვალდებულება ის საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენ სამყაროს ემუქრება, შევცვალოთ. მადლობას ვუხდი სტენლი კუბრიკის ჯილდოს წინა მფლობელებს - მერილ სტრიპსა და ჯოდი ფოსტერს, რომლებმაც მილიონობით ადამიანს მისცეს გამბედაობა ხმამაღლა ეთქვათ - მე ფემინისტი ვარ! ფრაზა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საშიშად ჟღერდა. დღეს კი ბოროტი ძალები ამ სიტყვის მარგინალიზებას ისევ ცდილობენ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი ძალისხმევით ნათელ ფერებს ისევ დავაბრუნებთ ცხოვრებაში", - თქვა ქეით ბლანშეტმა.

კიდევ უფრო ხისტი იყო თავის პოლიტიკურ გამოსვლაში ჯიმ კერი და CNN-ის ნიუსრუმში, ჯორჯ სოროსისთვის, ობამებისთვის, კლინტონებისთვის და რობერტ დე ნიროსთვის გაგზავნილი ბომბების თემასაც შეეხო.

"პირველ რიგში ვიტყვი, ბედნიერი ვარ, რომ ბომბი ჩემთვის არ გამოუგზავნიათ. თანაგრძნობის გარეშე, ცხოვრებას ვერ შევძლებთ. სირცხვილი არ არის და ვერასდროს იქნება სუპერძალა, რადგან ჩვენ არსებობა უნდა გავაგრძელოთ. გატაცებული და მოკლული ბავშვები არ არის ის, რასაც დიდებული ერის შვილები აკეთებენ. დროა რაღაც შევცვალოთ!", - თქვა ჯიმ კერიმ.

შეგახსენებთ, რომ ქეით ბლანშეტიც და ჯიმ კერიც აქტიურად უპირისპირდებიან ტრამპის პოლიტიკას და ხშირად აკრიტიკებენ მას.