ცესკოს მონაცემებით, 12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 15,95%-ია, რაც რაოდენობრივად არის 558 755 ამომრჩეველი.

საარჩევნო კომისიის ცნობით, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე 12 საათისთვის აქტივობამ 17,15% შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურის ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი, ყაზბეგის ოლქში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები 3 703 უბანზე ტარდება. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი საგამონაკლისო წესით შექმნილი უბანია.

ცესკოში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 ადამიანს შეადგენს, რომელშიც შედის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 795 მოქალაქე.