ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქობულეთი დატბორა. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სარდაფები.

ფოტო: ფეისბუქგვერდი ქობულეთი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. სტიქიასთან ბრძოლის საბჭომ წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.