2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლებს მაღალბიუჯეტიანი საერთო მაუწყებლებიდან მხოლოდ რუსთავი 2 ატარებს. ეგზიტპოლს არ ჩაატარებს არც ტელეკომპანია იმედი და არც საზოგადოებრივი მაუწყებელი.

როგორც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ On.ge-ს უთხრა კვლევას გასული წლების მსგავსად კვლავ კომპანია ედისონ რისერჩი ჩაატარებს, პირველადი შედეგი კი 20 საათზე გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ლეჟავა ამბობს, რომ მათი არხი სხვა ეგზიტპოლებს დაეყრდნობა.

აპირებს თუ არა ქართული ოცნება ეგზიტპოლის ჩატარებას ამის შესახებ On.ge პარტიის პრესსამსახურიდან ინფორმაციას ელოდება.