დისნეიმ გადაწყვიტა კარიბის ზღვის მეკობრეების ახალი ვერსია გადაიღოს. სცენარისტებად კი დედპულის შემქმნელები მიიწვია.

როგორც ცნობილია, ახალ ვერსიაში გადაღება უკვე შესთავაზეს კირა ნაიტლსა და ორლანდო ბლუმს, თუმცა დისნეიმ უარი თქვა ფილმში ჯეკ ბეღურას როლზე ჯონი დეპი მიიწვიოს.

როგორც დისნეიში ამბობენ, კაპიტან ბეღურას პერსონაჟმა თავისი თავი ამოწურა და ის უინტერესო გახდა.

სტუდიის ამ დამოკიდებულებას დიდი პროტესტი მოჰყვა ფილმისა და უშუალოდ დეპის ფანების მხრიდან, ისინი ფიქრობენ, რომ დეპის გაგდება პროექტიდან უსამართლობაა.