ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბი არ აღმოჩნდა და ეს ცრუ განგაში იყო. მათივე თქმით, შემოწმების პროცესი დასრულებულია.

Wizz Air-ის საქართველო-პოლონეთის რეისი თვითმფრინავში ბომბის შესაძლო არსებობის გამო რუმინეთში საგანგებოდ დაეშვა.

თვითმფრინავი Airbus A320 ქუთაისიდან ვარშავაში მიფრინავდა, როცა მიმართულება შეიცვალა და იძულებული გახდა, რომ ბუქარესტში ავარიულად დაშვებულიყო. Daily Mail-ის ცნობით, ბომბის თვითმფრინავში არსებობის შესახებ ქუთაისის აეროპორტში ქალმა დარეკა.

On.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.