მსახიობი ჯულია რობერტსი, სერიალ Homecomig-ის გადაღებების პირველ დღეს სიკვდილს გადაურჩა.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ში უიგჰემმა გუშინ ღამე, ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე გაავრცელა.

"ჯულიამ უკვე გითხრათ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე?", - ჰკითხა ჟურნალისტებს უიგჰემმა.

როგორც გაირკვა, გადაღების პირველ დღეს, მეტალის კონსტრუქციაში დამაგრებული დროშა ჩამოვარდა და ჯულიას ეცემოდა. სწორედ ამ დროს გადმოხტა ში საიდანღაც და ჯულია მოშორებით, მინდორზე გადააგდო.

"ახლა სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა, მაშინ ასე ნამდვილად არ ჩანდა, როდესაც ჯულიას ხელი ვკარი და გადავაგდე", - ყვება უიგჰემი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჯულიამაც დაადასტურა.

"დიახ, ამ მამაცმა ადამიანმა ნამდვილად იხსნა ჩემი სიცოცხლე, მინიმუმ გადამარჩინა საავადმყოფოში მოხვედრისაგან", - ამბობს ჯულია.

ამაზონის ახალი სერიალი, Homecoming, 2 ნოემბერს გამოდის. შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება. ჯულია რობერტსთან შოუში ვიხილავთ - დერმოტ მალრუნს, ბობი კანავალე, სისი სპაისის, ში უიგჰემსა და სტეფან ჯეიმსს.

შოუს შემქმნელი, სემ ისმაილია.