სასაფლაოზე ჭამა საქართველოსა და ამერიკის საერთო ტრადიცია ყოფილა
გახსოვთ BBC-ის 2013 წლის რეპორტაჟი, როდესაც ჟურნალისტი დემიენ მაკგინესი ქართული ოჯახების სააღდგომო ტრადიციაზე, "გარდაცვლილებთან სადილზე" ჰყვებოდა?
როგორც ჩანს, ეს ტრადიცია დანარჩენი მსოფლიოსგან გამორჩეულებად არ გვაქცევს. მეცხრამეტე საუკუნეში სასაფლაოზე პიკნიკი და დროსტარება ამერიკული ტრადიცია იყო — წერს Atlas Obscura.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სიმშვიდეში დასვენება არამხოლოდ ნორმალური მოვლენა, მოდური ჩვეულებაც კი იყო. განსაკუთრებით იმ დროს, როცა რეკრეაციული ზონები ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იშვიათობა იყო.
მაშინ, როცა ვიქტორიანული ეპოქის ქალები ოჰაიოში ვუდლენდის სასაფლაოს მიაშურებდნენ, ნიუ-იორკელები ქვედა მანჰეტენზე მდებარე წმინდა პოლის ეკლესიის უკან მდებარე ეზოსა და სასაფლაოს კალათებით სტუმრობდნენ, რომლებშიც ხილი, ხორცის სენდვიჩები და ორცხობილები ელაგათ.
და მაინც, საიდან იღებს სათავეს სასაფლაოზე დასასვენებლად წასვლის ენთუზიაზმი?
როგორც იმდროინდელი ცნობებით ირკვევა, ყვითელი ციება და ქოლერა ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული იყო: 10 წლამდე ბავშვები დაავადებებით იღუპებოდნენ, დედები — მშობიარობისას. სიკვდილი უამრავი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, სასაფლაოებზე კი, ადამიანებს შეეძლოთ "პური გაეტეხათ" და ესაუბრათ როგორც ცოცხალ, ისე გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან.
"ჩვენ გვინდა, რომ მადლიერების დღე მამაჩვენთან ერთად აღვნიშნოთ, რომელიც შარშან ამ დღეს ჩვენს გვერდით იყო. ჩვენ საჭმელი და ასევე სპირტის სანათი მოვიტანეთ, რომ ყავა მოვიდუღოთ", - ამბობდა 1884 წელს სასაფლაოზე ოჯახის წევრებთან ერთად მისული ახალგაზრდა კაცი.
სასაფლაოებისთვის საპიკნიკე და სარელაქსაციო დანიშნულების მიცემაზე გავლენა იქონია სოფლის სასაფლაოებზე ყვავილების მოშენების კულტურამაც. მანამდე, ამერიკისა და ევროპის სასაფლაოები მკაცრი და კუშტი სანახავი იყო და გამუდმებით ახსენებდა მოსახლეობას, რომ ცოდვები არ უნდა დაეშვათ, რადგანაც "მომენტო მორი".
ახალი სასაფლაოები ქალაქის ცენტრიდან შორს იყო და მათი დიზაინი უფრო ლამაზი, ყვავილებით მორთული და დასასვენებელი ბაღის შესაბამისი იყო. თავის ქალისა და გადაჯვარედინებული ძვლების ყვავილებით ჩანაცვლებამ, სასაფლაო ამერიკელებისთვის ერთ-ერთ მშვიდ ადგილად აქცია.
საფლავზე სადილის მოწყობას ისტორიული დატვირთვაც აქვს. საქართველოს გარდა, ეს ტრადიცია გავრცელებულია გვატემალაში, საბერძნეთში და აზიის ბევრ ქვეყანაში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროსაც კი, უამრავ ამერიკელს პიკნიკის ადგილობრივ სასაფლაოზე მოწყობა ამაზრზენ დღესასწაულად მიაჩნდა. თუმცა ეს კონტროვერსული შეხედულება უამრავ ადამიანს ხელს არ უშლიდა სასაფლაოზე განსატვირთავად წასულიყო.
ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, როგორიცაა მაგალითად დენვერი, სასაფლაოზე საპიკნიკოდ წასვლა იმდენად ხშირი ჩვეულება გახდა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სასაფლაოები პიკნიკის შემდეგ დატოვებული ნაგვით ივსებოდა.
სასაფლაოებზე მოწყობილი პიკნიკები მეოცე საუკუნის 20-იან წლებში უკვე ნელ-ნელა კარგავდა პოპულარობას. მედიცინის განვითარებით, ადრეულმა სიკვდილიანობამ იკლო და ქვეყნის მასშტაბით საჯარო პარკები მოეწყო. ადვილი მისახვედრია, რომ გარდაცვლილების გვერდით სადილი ინტერესს აღარ იწვევდა.
100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში გავრცელებულ ტრენდზე ქვეყნის მასშტაბით კამათი დაიწყო. დღეს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში რთულად საპოვნია სასაფლაო, რომელსაც გამოყოფილი აქვს მიწა პიკნიკისთვის. ბრუკლინში მდებარე გრინვუდის სასაფლაოს გზამკვლვევში წერია: "გვესტუმრე, სანამ აქედან წასვლა ჯერ კიდევ შეგიძლია", თუმცა ადგილზე პიკნიკის მოწყობა აკრძალულია.
თუმცა, შტატებში ჩვეულება ბოლომდე გამქრალი ჯერ არაა. ჯერ კიდევ არის მიმოფანტულ სასაფლაოებსა და საფლავის ქვებს შორის საპიკნიკე ადგილის პოვნის შანსი — მთავარია წასახემსებლებით სავსე კალათა და ვინმე ისეთის პოვნა, ვისაც ძირძველი ამერიკული ტრადიციის გაცნობა თქვენთან ერთად ენდომება.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები