მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში 91-ჯერ თქვა "დამელოდეთ".

ივანიშვილი ასევე იყენებდა ფრაზებს "კეთილი იქონიეთ და ზრდილობას მოუხმეთ", "ელემენტარული კულტურა მოიხმარეთ და პასუხი დამაცადეთ", "ზრდილობა გამოიჩინეთ". ამ ტერმინებით ივანიშვილი ძირითადად რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს და დიანა ტრაპაიძეს მიმართავდა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა ინტერვიუს დროს მინიმუმ 40-ჯერ ახსენა ტელეკომპანია რუსთავი 2.

ივანიშვილმა ინტერვიუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე დააანონსა. ჟურნალისტები ივანიშვილმა თავად აარჩია და ინტერვიუს მოდერატორიც თავადვე იყო.

თავდაპირველად ივანიშვილის არჩევანი ტელეკომპანია იმედიდან, თორნიკე ჩიხლაძეზე, რუსთავი 2-დან გიორგი გაბუნიაზე და TV პირველიდან ინგა გრიგოლიაზე შეჩერდა. თუმცა რუსთავი 2-ში განაცხადეს, რომ ტელევიზია თავად შესთავაზებდა ივანიშვილს ჟურნალისტს და გაბუნიას ნაცვლად, ინტერვიუს ეკა კვესიტაძე დაესწრო. ინგა გრიგოლიამ კი ინტერვიუზე გადაცემის გამო თქვა უარი და ის დიანა ტრაპაიძემ ჩაანაცვლა.

გაიგეთ მეტი ივანიშვილის ინტერვიუზე: