ბიძინა ივანიშვილს სუბელიანი-ჯაფარიძის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა, სამი კითხვა გაუჩნდა.

როგორც ივანიშვილის განმარტავს პირველი ეხება უშუალოდ სუბელიანს. მისი თქმით, ის ციხეში მყოფი გაბრაზებული კაცია.

მეორე კითხვა ეხება ჩანაწერების წარმომავლობას. ივანიშვილს აინტერესებს ვინ ჩაიწერა ისინი და ვისი ინტერესი იყო მათი გავრცელება. მესამე კითხვა კი უშუალოდ შინაარსს ეხება:

"საუბრობს, რომ 50 კაციანი არმია ჰყავს და თუ რამე მომხდარა ნაციონალებთან დაკავშირებით ეს კაცი კურირებდა გამოძიებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.