ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ირაკლი სესიაშვილის ქონებაზე ისაუბრა. სესიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ 310მ2 სახლის შავი კარკასი 37 ათასი დოლარი დაუჯდა.

ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ სესიაშვილის სახლის აუზი იაფი დაჯდებოდა, რადგან წყალი გაშვებული არ იყო.

"310მ2 ეს სახლი, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული, მინებია ჩასმული და გალესილია. მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი და 310 კვადრატული რომ 100 დოლარზე გაამრავლო, 31 000 დოლარია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ინტერვიუს დროს ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს მაღალჩინოსნების ქონებაზე ჰკითხა. ივანიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ რუსთავი 2 არის "სიცრუის ტელევიზია".

"თქვენი ფურცლები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, როგორც წესი სიცრუის შემცველია, მე არ ვაპირებ თქვენი გფურცლების გაცნობას და რეაქციების გაკეთებას", — განაცხადა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის მიერ მიტან სურათებზე, რომლებზეც მაღალჩინოსნების სახლები იყო გამოსახული.