ტუბცენტრი ტუბერკულოზით დაავადებულ აზერბაიჯანელ ტრანსგენდერ ქალს მკურნალობაზე უარს ეუბნება
აზერბაიჯანიდან ტრანსფობიის ნიადაგზე გამოქცეული ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ტუბერკულოზით არის დაავადებული საქართველოში მკურნალობასა და შესაბამის პრეპარატებს ვერ იღებს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ის ვირუსული, ანუ ბაცილა გამომყოფი არ არის, შესაბამისი მკურნალობა კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ტრანსგენდერი ქალის ისტორია ფეისბუქით გაავრცელა თანასწორობის მოძრაობის სოციალურმა მუშაკმა, ირა სილანტევამ. მისი თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.
როგორც სილანტევა On.ge-სთან საუბრისას ამბობს, იმის გამო, რომ ქალი შესაბამის მკურნალობას ვერ იღებდა, რამდენიმე თვის წინ საქართველოში გადმოიყვანეს. მაშინ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ის მიიღო, რადგან ბაცილა გამომყოფი იყო და ცხრა თვის განმავლობაში მკურნალობდა.
ამის შემდეგ კი ტუბცენტრმა ის გამოწერა, რადგან ვირუსული აღარ იყო და მკურნალობის გასაგრძელებლად ქვეყანაში დაბრუნება შესთავაზა.
"მკურნალობა დასრულებული არ იყო, როდესაც გამოწერეს, უთხრეს, წადი და შენს ქვეყანაში იმკურნალეო. იქ უარესი სიტუაცია დახვდა, დაბრუნდა და უნდოდა, რომ თავშესაფარი მოეთხოვა, მაგრამ ამ პერიოდში უკვე ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა", — აღნიშნავს სილანტევა.
მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ტუბერკულოზით დაავადებულს მკურნალობა არ მიუღია. გარდა ამისა, მას სხვა კლინიკებიც არ იღებენ, რადგან ამბობენ, რომ მათი პროფილის პაციენტი არ არის. ერთი კვირის წინ ჩატარებულ ტესტის მიხედვით, ტრანსგენდერი ქალი ბაცილა გამომყოფი არ არის და ამის გამო ტუბცენტრი მას არ იღებს.
როგორ სილანტევა ამბობს, ქალს პნევმონია დაემართა და რეგიონალურ ჰოსპიტალში დააწვინეს, თუმცა გამოწერის შემდეგ ისევ ტუბცენტრს მიმართა. სალინტევას თქმით, მან შესთავაზა განახლებული ტესტის ჩატარება, რათა დაედგინა იყო თუ არა ქალი ვირუსული, თუმცა ექიმებმა უარი უთხრეს:
"ჩემი კითხვა იყო ის, რომ თუ იღებს ტუბცენტრი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის ბაცილაგამომყოფი იყოს და მის გარშემო მყოფი ადამიანები დაინფიცირდნენ, მათ მიპასუხეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებlობა, რას ჩამომყავდა".
მისივე თქმით, ექიმების მხრიდან პაციენტის მიმართ დამოკიდებულება იყო არასასიამოვნო და ხშირად ტრანსფობიური:
"უი, მანიკური გიკეთია, უი, გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ. ექიმმა საერთოდ უთხრა, რომ ალბათ გეიკლუბში იყავიო და მაგიტომ გახდი ცუდადო. არა და ერთი საათის წინ იყო გამოწერილი".
სილანტევამ On.ge-ს უთხრა, რომ 23 ოქტომბერს ახალი ტესტის ჩატარებას გეგმავენ და, ასევე, აპირებენ, რომ დახმარებისთვის სახალხო დამცველ მიმართონ.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, აღნიშნული პაციენტი გადაუდებელ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ბაცილამატარებელი არ არის.
მისივე თქმით, არაბაცილაგამომყოფმა პაციენტმა მკურნალობა უნდა გააგრძელოს, თუმცა თავის ქვეყანაში, აზერბაიჯანში. როგორც ავალიანი განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული მკურნალობა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ.
"ჩვენი პროფესიონალების მიერ შეეთაზავა, რომ მას გარკვეული პერიოდის მერე მოემართა, რაც გავიდოდა იმ გამოკვლევის შემდეგ".
რაც შეეხება ტესტის თავიდან ჩატარებას, ავალიანი On.ge-სთან ამბობს, რომ კლინიკური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ბაცილამტარებლობის სტატუსი ასე სწრაფად არ იცვლება:
"არის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევა და ის ყოველდღე და ყოველ მეორე დღეს არ ტარდება. მინიმუმ ერთი თვე უნდა გავიდეს, რომ გადამოწმება უნდა მოხდეს".
კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა მას პაციენტი ტესტის ჩატარებამდე ცენტრში დაეწვინა, რათა სავარაუდო საფრთხეები თავიდან აეცილებინათ. ავალიანმა განმარტა, რომ ამის ვალდებულება მათ არ აქვთ, რადგან მსგავსი სიმპტომები, შესაძლოა, სხვა დაავადებამაც გამოიწვიოს.
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
კომენტარები