KHIDI - თანამედროვე ხელოვნების სივრცე, Sven Marquardt-ის საგამოფენით - EAST 2 ნოემბერს იხსნება. გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის აღიარებული არტისტის, Dominick Fernow-ს ლეგენდარული პროექტის, PRURIENT-ის მოსმენა შეეძლება.

საგამოფენო პროექტი EAST აერთანებს Sven Marquard-ის მონუმენტურ, შავ-თეთრ ფოტო ნამუშევრებსა და ხელოვანების კოლექტივის, Pfadfinderei-ის ფართო ფორმატის ვიდეო პროექციებს. გამოფენა EAST სპეციალურად KHIDI-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცისთვის მომზადდა.

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე Sven Marquart-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფოტოგრაფიაში მუშაობის გამორჩეული სტილის გამო - ის ძირითადად მეგობრების და კომპანიონების წინასწარ დადგმულ შავ-თეთრ პორტრეტებს იღებს ფირზე. ავტორის მიერ წარმოდგენლი ფოტო კომპოზიციები ინტენსიურია. ფირის კამერისა და დღის შუქის მკვეთრი გამოყენება Marquardt-ის დადგმული ფოტო ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია, სადაც ნახევრად შიშველი სუბიექტები ერთიანდებიან ერთგვარ თამაშში, სომბოლური პოზებითა და აქსესუარებით. Sven Marquardt-ის ქარიზმატული პორტრეტები ძირითადად მათზეა, ვინც მჭიდრო კავშირშია ბერლინის ღამის ცხოვრებასთან.

KHIDI — თანამედროვე ხელოვნების სივრცე, წარმოადგენს კლუბის ახალ პლატფორმას - მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო სივრცე KHIDI-ს მესამე სართულზე, რომლის მიზანიცაა ახალი არტისტული იმპულსების სინთეზით შექმნას უნიკალური გადაკვეთის წერტილი ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის.

გამოფენა EAST, KHIDI-ში Hospital Productions Weekend-ის ნაწილია, რომელიც ორი ღამის განმავლობაში ექვს არტისტს მასპინძლობს: DOMINICK FERNOW, ANCIENT METHODS, NATHAN FAKE, RON MORELI, VOLVOX, BECKA DIAMOND. Hospital Productions Weekend-ს KHIDI-ში, RED BULL MUSIC წარადგენს. RED BULL MUSIC მოძრავი მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მუსიკისა და კულტურის მამოძრავებელ სცენებს მსოფლიოს გარშემო.

გამოფენა EAST საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.