ჩვენმა მკითხველმა უკვე ნახა, თუ როგორია საბადურის ტყე, როდესაც ზამთარია და თოვლი მოდის.

დღეს კი გვიან შემოდგომაზე გადაღებულ ულამაზეს კადრებს გიჩვენებთ, რომელიც ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ნინო მაზანიშვილმა გადაიღო და ფოტოები ჩვენც გაგვიზიარა.

"შემოდგომა ძალიან მიყვარს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი საბადურის ტყეში, იქ სადაც ის ყველაზე მეტად არის თავისი თავი - მკვეთრი და კაშკაშა. ფერადი ფოთლები, წიფლის ხეები და მათზე მცხოვრები ციყვები, მსუბუქი ნიავი და სასიამოვნოდ თბილი მზის სხივები - ყველაფერი ერთად საოცარ განწყობას ქმნის. გასულ ზამთარს აქ საცობიც კი იყო, რადგან ყველა მგზავრს მანქანიდან გადმოსვლის და ამ სილამაზის ნახვის სურვილი გაუჩნდა", - ამბობს ნინო On.ge-ისთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ საბადურის ტყე, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და სოფელ ღულელებამდე გრძელდება.

შემოდგომაზე კი ის, აი, ასეთი შთამბეჭდავი სანახავია:

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili

ფოტო: Nino Mazanishvili